logo_geo
ნათია მეზვრიშვილი: ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება
- +

23 ოქტომბერი. 2020. 11:44

 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ. ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, ურთიერთთანამშრომლობა სახეზეა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის შემთხვევები, თუმცა სულ უფრო შეინიშნება თანაცხოვრების, შეგუებისა და წესების შესრულების ნიშნები. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი