„პანდემიის პირობებში ექსპერტების აზრით ორი რამე უნდა გავაკეთოთ: პირველი, დავიცვათ თავი ინფექციისგან და მეორე, დავიცვათ თავი შფოთვისგან“, - ამის შესახებ ფსიქიატრმა ნანა ზავრადაშვილმა FACEBOOK ჯგუფის - „მედ სითის“ დამფუძნებლებს, თათია დვალიშვილს და თათა ცინცაძეს განუცხადა.
„არსებობს რამდენიმე პოპულარული რჩევა:
- დაიცავით თავი ნეგატიური ინფორმაციისგან - არ არის საჭირო ინფექციის შესახებ ყველა ინფორმაციის ყოველდღიური მოსმენა და რაც უფრო შფოთავთ, უფრო შეზღუდეთ ინფრომაციის ნაკადი
- შეინარჩუნეთ სასარგებლო კონტაქტები (სატელეფონო, ვიდეო და სხვა;
- ისაუბრეთ ახლობლებთან თქვენს შიშებსა და შფოთვაზე;
- იყავით აქტიურები, დაეხმარეთ სხვებს;
- იყავით მზად - თუ გაქვთ რამე სიმპტომი, მიჰყევით რეკომენდაციებს, დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს;
- იზრუნეთ ჯანმრთელობის განმტკიცებაზე - კვება, ვარჯიში, სუფთა ჰაერი, დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე, ერიდეთ ალკოჰოლს და წამლებს“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.
წყარო: სამედიცინო პროფილის FACEBOOK ჯგუფი - „ მედ სითი“.