logo_geo
ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი: პანდემიის პირობებში ორი რამე უნდა გავაკეთოთ: დავიცვათ თავი ინფექციისგან და დავიცვათ თავი შფოთვისგან
- +

23 ოქტომბერი. 2020. 13:46

 

 

„პანდემიის პირობებში ექსპერტების აზრით ორი რამე უნდა გავაკეთოთ: პირველი, დავიცვათ თავი ინფექციისგან და მეორე, დავიცვათ თავი შფოთვისგან“, - ამის შესახებ ფსიქიატრმა ნანა ზავრადაშვილმა FACEBOOK ჯგუფის - „მედ სითის“ დამფუძნებლებს, თათია დვალიშვილს და თათა ცინცაძეს განუცხადა.

 

„არსებობს რამდენიმე პოპულარული რჩევა:

- დაიცავით თავი ნეგატიური ინფორმაციისგან - არ არის საჭირო ინფექციის შესახებ ყველა ინფორმაციის ყოველდღიური მოსმენა და რაც უფრო შფოთავთ, უფრო შეზღუდეთ ინფრომაციის ნაკადი

- შეინარჩუნეთ სასარგებლო კონტაქტები (სატელეფონო, ვიდეო და სხვა;

- ისაუბრეთ ახლობლებთან თქვენს შიშებსა და შფოთვაზე;

- იყავით აქტიურები, დაეხმარეთ სხვებს;

- იყავით მზად - თუ გაქვთ რამე სიმპტომი, მიჰყევით რეკომენდაციებს, დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს;

- იზრუნეთ ჯანმრთელობის განმტკიცებაზე - კვება, ვარჯიში, სუფთა ჰაერი, დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე, ერიდეთ ალკოჰოლს და წამლებს“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

 

 

წყარო: სამედიცინო პროფილის FACEBOOK ჯგუფი - „ მედ სითი“.

 

 

big_banner
არქივი