logo_geo
ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი: შფოთვის დროს მედიკამენტები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაინიშნოს
- +

23 ოქტომბერი. 2020. 14:14

 

„შფოთვის დროს არამედიკამენტური მკურნალობა არა მარტო შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც და მედიკამენტები  მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაინიშნოს, როცა ყველა რესურსი ამოწურულია ან შფოთვას თან ახლავს სხვა მძიმე განცდები“, - ამის შესახებ ფსიქიატრმა ნანა ზავრადაშვილმა FACEBOOK-ჯგუფის - „მედ სითის“ დამფუძნებლებს, თათია დვალიშვილს და თათა ცინცაძეს განუცხადა.

 

„სამწუხაროდ, პირიქით ხდება ხოლმე, მკურნალობა პირდაპირ შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნით იწყება.

შფოთვის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს, ოჯახის ექიმთან ან ფსიქიატრთან ვიზიტს (რომ დადგინდეს შფოთვის მიზეზები), ასევე სხვადასხვა  ჩარევას, როგორიცა  ფსიქოლოგიური თერაპია, თვითმართვა/ემოციების რეგულაცია და ფოკუსირება შფოთვის კონტროლზე/ტრიგერების მართვაზე. მედიკამენტების დანიშვნა უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის მითითებით“, - აღნიშნა ზავრადაშვილმა.

 

წყარო: სამედიცინო პროფილის FACEBOOK-ჯგუფი - „ მედ სითი“.

 

big_banner
არქივი