logo_geo
ხვალიდან მიკროავტობუსებში გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი
- +

23 ოქტომბერი. 2020. 16:06

 

 

ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ კომენტარს აკეთებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვიქტორ წილოსანი.

 

გთავაზობთ მის განცხადებას უცვლელად:

 

„ხვალიდან ახალი ქსელის იმპლემენტაცია იწყება!!!

 

რაც იმას ნიშნავს რომ:

 

ქალაქში გაჩნდება ათიდან ერთი დერეფანი რომელიც იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას.

ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს ახალი 8, 10 და 12 მეტრიანი ავტობუსები.

 

დაემატება ამ დერეფნის ლოკალური მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს სრულად ახალი მიკროავტობუსები.

 

აღნიშნულ მარშუტებზე გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპორტო ბარათით იქნება შესაძლებელი.

 

მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

 

შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული რაც ახდენს „მგზავრზე ნადირობის“ პრევენციას რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

 

აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

 

მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი