logo_geo
ხაშურის ორი სკოლა კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 13:30

 

 

ხაშურის ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ამის მიზეზი კი კორონავირუსია.  COVID-19 ქალაქის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა, ინფიცირებულია მერვე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის ორი მოსწავლეც.

 

დროებით დაიკეტა მეხუთე საბავშვო ბაღიც, ამ შემთხვევაში კორონავირუსი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელს დაუდგინდა. ინფიცირებულია ასევე ხაშურის მერიის 5 თანამშრომელი და საკრებულოს წევრი.

 

 

big_banner
არქივი