logo_geo
დავით სალარიძეს 73 წელი შეუსრულდა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 16:28

 

 

დღეს, 24 ოქტომბერს, 73 წლისა გახდა, ცნობილი იურისტი, ინჟინერი, საქართველოს პირველი სახალხო დამცველი, თბილისის საქალაქო სასამართლოს, პროკურატურის კოლეგიის ყოფილი წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსი, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, გენერალი  დავით სალარიძე.

 

დავით სალარიძე დაიბადა თბილისში, 1947 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტები. 1968-1972 წლებში იყო რკინიგზის ტექნიკუმში ლაბორანტი. 1972-1982 წლებში იყო კომკავშირული და პარტიული მუშაკი, ეკავა სხვადასხვა პასუხსაგები თანამდებობები. 1982-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. იყო თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე. 1993-დან 1997 წლამდე იყო საგადასახადო ინსპექციის უფროსი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. 1997-1999 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს პირველ სახალხო დამცველად. 1999-2003 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, შემოსავლებისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარე. ამავე წლებში იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი.

 

 

big_banner
არქივი