logo_geo
შვარცენეგერმა გულზე კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:45

 

 

ცნობილი მსახიობი უკვე 73 წლისაა, და ზედმიწევნით სპორტული ცხოვრების მიუხედავად, მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები მაინც აღენიშნება

 

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა და აშშ-ის კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა გულის სარქვლის შეცვლის ოპერაცია გადაიტანა.

 

ოპერაცია კლივლენდის კლინიკაში ჩატარდა. 73 წლის მსახიობის თქმით, ის თავს „ფანტასტიკურად“ გრძნობს.

 

„კლივლენდის კლინიკის გუნდის წყალობით მე მაქვს აორტის ახალი სარქველი, ახალ ფილტვის სარქველთან ერთად, რომელიც წინა ოპერაციიდან მაქვს. თავს ვგრძნობ ფანტასტიკურად და უკვე ვსეირნობ კლივლენდის ქუჩებში, სადაც თქვენი შესანიშნავი ქანდაკებებით ვტკბები“, - დაწერა შვარცენეგერმა Twitter-ში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი