logo_geo
„ოსკარზე“ საქართველოდან დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ გაიგზავნება
- +

24 ოქტომბერი. 2020. 23:39

 

 

„ოსკარზე“ საქართველოდან დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ გაიგზავნება. შესაბამისი გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი, ოთარ ბუბაშვილი, გოგი გვახარია, ლაშა ბაქრაძე, ნანა დოლიძე, რამაზ ხოტივარი, ალეკო ცაბაძე, გიორგი შველიძე, სალომე დემურია, ია შუღლიაშვილი, მაკო ჭილაშვილი, ანა ჭყონია, მარიამ ხაჭვანი, ვაკო კირკიტაძე და ლაშა ცქვიტინიძე შედიან.

 

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

 

ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ფილმი იბრძოლებდა: „დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, „უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია, „ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი