logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

25 ოქტომბერი. 2020. 11:07

 

 

 

საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 604 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 201-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 293-ს შეადგენს.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

big_banner
არქივი