logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

25 ოქტომბერი. 2020. 22:20

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 480 ადამიანს. აქედან „კოვიდ 19“ დაუდასტურდა 172 ადამიანს.

 

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 141 კოვიდდადასტურებული პაციენტი, 27 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 739 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1 462, გარდაიცვალა 35 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი