logo_geo
ნათია მეზვრიშვილი: მთავარია, რომ წესები დაიცვას ყველამ და ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 11:52

 

 

„წესების დაცვა არის თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ უნდა შეასრულონ მაქსიმალურად“, - განაცხადა  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

„მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი გრძელდება, რომელსაც ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით. აქ მთავარია, რომ წესები დაიცვას ყველამ და ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, იქნება ეს უმრავლესობის წარმომადგენელი თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. პროცესი გრძელდება, ამ პროცესს ჩვენ ვერ გავაჩერებთ და წესების დაცვა არის თითოეული პოლიტიკური სუბიექტის ვალდებულება, რომელიც მათ უნდა შეასრულონ მაქსიმალურად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი