logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 13:07

 

 

„ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 78-ის პასუხი დადებითი იყო.

 

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 469 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი - გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი