logo_geo
კახა კალაძე: უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ: ბიძინა ივანიშვილს, 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან
- +

26 ოქტომბერი. 2020. 13:22

 

 

„ეფექტური არ იყო, მინდა, ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ. „ექშენი“ აკლდა“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის ინტერვიუ, სადაც გოგოლაძემ თქვა, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი გახდებოდა, ერთ-ერთ საერთაშორისოდ გახმაურებულ საქმესთან იყო კავშირში. კერძოდ, მისი თქმით, ივანიშვილი ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა.

 

„მესმის, 17 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა და უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ. ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევათან. აი, მაშინ დალაგდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა თურმე პოლიტიკაში. შეგიძლიათ, ბრეჟნევთან მიბრძანდეთ და დაუსვათ ეს შეკითხვა“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი