logo_geo
მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი აშენდა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 16:32

 

 

„მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი აშენდა. სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება“, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოებიც ჩატარდა, მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყო და აღიჭურვა გარე განათებით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.

 

პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით.

 

მუზეუმის მიმდებარედ საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო, ასევე ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვ. ტერიტორია აღიჭურვა გარე განათებით.

 

პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, მისი ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატება

 

მცხეთის ყოფილი კინოთეატრი 1960-იან წლებში არქიტექტორ გ. ჯაბუას ავტორობით აიგო და XX საუკუნის არქიტექტურის საინტერესო და ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამ პერიოდიდან იწყება მის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტზე მუშაობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი