logo_geo
თამარ გაბუნია: მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პიკი რაც შეიძლება ნაკლებად ციცაბო და რაც შეიძლება გვიან დადგეს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 17:04

 

 

„ჩვენთვის ასე გამოდის, რომ ახლა გვაქვს მეორე ტალღა, ამას ჯერ პიკს ვერ დავარქმევთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

„პიკი მოსალოდნელია უფრო ნოემბრის ბოლოსკენ, ახლა ვართ აქტიური გავრცელების ფაზაში და მაქსიმალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ პრევენციული ღონისძიებებით შეწყდეს ინფექციის გავრცელება, შევაკავოთ და მივიღოთ მაჩვენებლების გარკვეული სტაბილიზაცია და პიკი რაც შეიძლება ნაკლებად ციცაბო და რაც შეიძლება გვიან დადგეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი