logo_geo
ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 01:51

 

 

ანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს.

 

„სახლიდან მუშაობა, ბავშვების დისტანციურ რეჟიმში სწავლა, მეგობრებთან და ოჯახთან მნიშვნელოვანი ღონისძიებების აღნიშვნის შეუძლებლობა, ყველაფერი ეს რთულია და კორონავირუსით დაღლილობა რეალურია. თუმცა, არ უნდა დავნებდეთ“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

 

მისივე თქმით, არავის სურს ე.წ. ლოკდაუნები, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პასუხისმგებლობის აღება.

 

„არ არსებობს ჯადოსნური გადაწყვეტილება. საჭიროა ბეჯითი მუშაობა ლიდერების მხრიდან საზოგადოების ყველა დონეზე“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი