logo_geo
ზუგდიდის მერიამ მეწარმეების მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:04

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფოსა და მოქალაქის პარტნიორობის წარმატებულ მაგალითებს მოსახლეობას რეგულარულად გააცნობს. ამას ერთგვარი რუბრიკის სახე ექნება.

 

მათივე ცნობით, რეგიონში ამოქმედდა ახალი პროექტი – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც ყველა მხარდამჭერი პროგრამა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

 

„მათ, ვისაც სურვილი აქვს, გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია შეუძლია უკვე ერთ სივრცეში მიიღოს, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე, მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი,“ - განმარტავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი