logo_geo
ბათუმის აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70 პროცენტი შესრულებულია
- +

27 ოქტომბერი. 2020. 16:06

 

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70% შესრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთების და ოფისებისთვის შიდა ტიხრების მოწყობის სამუშაები. დასრულებულია კარკასული და გადახურვის სამუშაოები  და  გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა; დასრულებულია ახალი საბარგო ლენტებისა და უსაფრთხოების ახალი სკანერების მონტაჟიც.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების, მათ შორის,მიწისქვედა კომუნიკაციების 70% შესრულებულია.

 

მექანიკური და სახანძრო სისტემების 80% შესრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახანძრო ჰიდრანტების და სახანძრო ავტომატური საშხეფი სისტემების მონტაჟი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი