logo_geo
ამირან გამყრელიძე: მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, დამერწმუნეთ, ინფექციას დავძლევთ
- +

27 ოქტომბერი. 2020. 17:12

 

 

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისადმი სწორი ინფორმაციის მიტანას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.  

 

მისი თქმით, წესების დაცვის შემთხვევაში, ქვეყანა ინფექციას დაძლევს.

 

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისადმი სწორი ინფორმაციის მიტანას. ამიტომ იმართება ჩვენი „ფეისბუქ“ ლაივები, ბრიფინგები, ხშირად სატელევიზიო გადაცემები, რომ მოსახლეობაში არ იყოს პანიკა. დიახ, შემთხვევათა ზრდა გვაქვს, პირდაპირ გეტყვით, მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, დავიცავთ რეკომენდაციებს და მივყვებით იმ პრინციპებს, რასაც მუდამ ვღაღადებთ, დამერწმუნეთ, ინფექციას დავძლევთ და ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

big_banner
არქივი