logo_geo
პაატა იმნაძე: საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 20:25

 

 

„საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ბრიფინგზე ერთ-ერთ თემას კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საკითხი წარმოადგენდა.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოს სამდიცინო წრეებში აქტიურად მუშობენ ვაქცინის შესაქმნელად. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შექმნილია, რომელიც კლინიკური კვლევის სხვადასხვა ფაზას გადის.

 

„კლინიკური კვლევის მესამე ფაზაშია დაახლოებით, 10 ვაქცინა და ვაქცინა დიდი ალბათობით, იქნება. თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს ვაქცინა, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამასთან, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რამდენიმე ვაქცინა უკვე იქნება.

 

„ვიცით, რომ ჩინეთში ერთი ვაქცინა უკვე გამოიყენება და კიდევ ორ ვაქცინაზეა საუბარი. ასე, რომ ჩემი აზრით, გაზაფხულიდან მსოფლიოში უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

მისივე თქმით, შესაბამისად, საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება.

 

 

 

big_banner
არქივი