logo_geo
32 127 კოვიდპაციენტი საქართველოში - ინფიცირებულთა 5 პროცენტზე მეტს სამედიცინო პერსონალი შეადგენს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 22:33

 

 

 

დღეს საქართველოში კორონავირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში "კოვიდ 19-ის" 1824 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

 

პანდემიის დაწყებიდან 32 127 ინფიცირებულით საქართველო მსოფლიო რუკაზე 84-ე ადგილზე გადავიდა.

 

ბოლო 24 საათში "კოვიდ-19" 90 მედიკოსს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ პანდემიის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სამედიცინო პერსონალია. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 1678 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, რაც საერთო ინფიცირებულების 5.2%-ს შეადგენს.

 

ვირუსი დაუდასტურდა რამდენიმე პოლიტიკოსს. რეგიონებში ახალი შემთხვევები გამოვლინდა სასწავლო დაწესებულებებშიც. ქუთაისში კოვიდინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს და შედეგად 5 ჯანმრთელი ჩვილი გაჩნდა.

 

დღეს გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და მხოლოდ ერთ დღეში საქართველოში "კოვიდ 19-ისგან" 1262 პაციენტი განიკურნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი