„საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან 636 თბილისში გამოვლინდა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი 1 731 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარა - 333, იმერეთი - 320, ქვემო ქართლი - 121, შიდა ქართლი - 76, გურია - 18, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 45, მცხეთა-მთიანეთი -9, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.