logo_geo
ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, ბევრი ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში - ისევ დიდი თავშეყრა, ქეიფი, დაბადების დღე თუ ქორწილი
- +

28 ოქტომბერი. 2020. 13:23

 

 

„თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე პირბადის ტარების და ეს კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სულ მცირე გავანახევრებთ ინფიცირების შემთხვევათა დღიურ რაოდენობას“  - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, დისტანცია და არა დიდი შეკრებები! ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში - ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, დიდი დაბადების დღე თუ ქორწილი, ეს კარგია, მაგრამ თავი შევიკავოთ ამ თავშეყრისგან“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი