ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, 65 წლის მამაკაცი კლინიკაში 4 დღის წინ მოათავსეს. იგეგმებოდა მისი თბილისში გადაყვანა, თუმცა, პაციენტი დღეს გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული.