logo_geo
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობაზე ცენტრალური ონლაინ-კლინიკა იმუშავებს
- +

29 ოქტომბერი. 2020. 10:51

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ამოქმედდება, რომელიც COVID-19-ის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობაზე იმუშავებს, ასევე პროცესს მონიტორინგსა და მართვის ხარისხის კონტროლს გაუწევს.

 

ამას „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. ამასთან, ცენტრალური ონლაინ-კლინიკა სამუშაო პროცესში ადმინისტრაციული, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერისი დავალებების შესასრულებლად, დაკომპლექტდება ოჯახის ექიმების, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან, შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ.

 

იმავე დადგენილებით განისაზღვრა COVID-19-ის მართვაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა. ყველა სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ პროექტში ორშაბათიდან ჩაერთვება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი