logo_geo
გიორგი გახარია: 2024 წლისთვის, საქართველოს ევროპაში გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება
- +

29 ოქტომბერი. 2020. 10:56

 

 

„დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ/დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი 3-წლიანი გეგმა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გეგმის შესრულების შემდეგ ქვეყანაში გაზიფიცირების პროცესი ფაქტობრივად დასრულდება.

 

„დღეს ჩვენ განვიხილავთ გაზიფიკაციის პროგრამის შემდგომ გაგრძელებას. მოგეხსენებათ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3-წლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც სრულდება 21 წელს. ჩვენ რეგიონებში ბევრი ვიზიტის შემდგომ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ/დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი 3-წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ქვეყნის გაზიფიცირება ამ გეგმის დასრულების შემდეგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება გაზიფიცირების - დაახლოებით 90%“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

big_banner
არქივი