logo_geo
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 075 პაციენტი განიკურნა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:00

 

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35 567-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16 904-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 209 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდ-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 346 -ს შეადგენს.

 

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 273-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.

big_banner
არქივი