logo_geo
ჭიათურის საბაგიროს გამართვა 40 მილიონი ლარი ჯდება
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:15

 

ჭიათურაში საბაგირო გზების 4-დან 2 მიმართულების, ლეჟუბანისა და სანატორიუმის, მონტაჟი და ტესტირება დასრულებულია. დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობაც და ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასრულების ფაზაშია დანარჩენი ორი მიმართულების ელექტრო გამართვა, რის შემდეგაც დაიწყება ამ მიმართულებების ტესტირების პროცესიც.

 

შეგახსენებთ, პროექტში ჩართულები არიან ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები, ხოლო რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანია „Pomagalski“-იმ.

 

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოსს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღემატება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი