logo_geo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 - თბილისში, 437 - აჭარაში, 388 კი იმერეთში დაფიქსირდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:59

 

 

საქართველოში დღეს გამოვლენილი 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 - თბილისში, 437 - აჭარაში, 388 იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  განცხადებით,

 

„თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 35 567-ს.

 

როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღინიშნა, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 16 904-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 20 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან თბილისში – შვიდი ადამიანი, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი და კახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 273 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი