logo_geo
ნათია თურნავა: სასიხარულოა, რომ ავიაკომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ საქართველოში ტურიზმისა და ფრენების აღდგენის პერსპექტივას
- +

29 ოქტომბერი. 2020. 13:30

 

 

„სასიხარულოა, რომ საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ მომავალში საქართველოში ფრენის პერსპექტივას, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივას, რაც,  რა თქმა უნდა, არ მოხდება მყისიერად და იქნება ეტაპობრივად, მაგრამ ეს უკვე აძლევს საშუალებას,  მაგალითად,  „Wizz Air“-ს,  რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდში კვლავ აღადგინოს ბაზა საქართველოში“ - ეს განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის გამო, ავიაკომპანიებს, მათ შორის „Wizz Air“-ს,  ბევრ ქვეყანაში მოუწია ფრენების შეწყვეტა და ბაზების შემცირება.

 

„ეს იყო პანდემიიდან გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება, მაგრამ ავიაკომპანია, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყეთ ხელი, 2016 წელს შემოვიყვანეთ და გავაფართოვეთ მისი ფრენები, ხედავს ჩვენი ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტრაექტორიას და აცხადებს, რომ გაზაფხულზე, დიდი ალბათობით, ბაზა საქართველოში აღდგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი