logo_geo
ნუკრიანში მერის წარმომადგენლის შენობაში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 13:32

 

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა.

 

ვერსიას, რომ აფეთქება ძარცვის მიზნით განხორციელდა, კატეგორიულად უარყოფენ მერიის და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები.

 

აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულია შენობის მინები, კედელი და „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი.

 

გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულიხმობს.

 

big_banner
არქივი