logo_geo
მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში 22 ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარეს
- +

29 ოქტომბერი. 2020. 15:15

 

 

მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში 22 ლიფტი რეაბილიტირდა. სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყველა მისამართზე ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა.

 

სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.

 

2020 წლის ბოლომდე, რაიონის მასშტაბით, კიდევ რამდენიმე ლიფტის რეაბილიტაცია-მოწყობაა დაგეგმილი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი