logo_geo
ირაკლი კობახიძე: „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ დესტრუქციული სცენარის მონაწილეებად განიხილებიან
- +

29 ოქტომბერი. 2020. 17:19

 

 

„დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დესტრუქციულ გეგმებში ტელევიზიების მონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.

 

„მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და „ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ: „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი