logo_geo
„მხარდაჭერას ვუცხადებ ფრანგ ხალხს“ - სალომე ზურაბიშვილმა ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო
- +

29 ოქტომბერი. 2020. 18:37

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო.

 

„მხარდაჭერას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და ვგმობ ამ სიძულვილზე დაფუძნებულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთათვის და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

 

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარააღებულმა თავდამსხმელმა ეკლესიასთან სამი ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთ გარდაცვლილს თავი აქვს მოკვეთილი.

 

big_banner
არქივი