logo_geo
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა
- +

30 ოქტომბერი. 2020. 10:43

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში  კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 37263-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810.

 

კარანტინის რეჟიმში 3 324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 209, კოვიდ-სასტუმროში - 2 346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი