logo_geo
გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
- +

30 ოქტომბერი. 2020. 10:55

 

 

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

 

„2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

 

პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

 

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი