logo_geo
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- +

30 ოქტომბერი. 2020. 11:10

 

 

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი