logo_geo
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი დააზიანეს და „KGB“ დააწერეს
- +

30 ოქტომბერი. 2020. 12:30

 

 

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ფასადზე გაკრული გრიგოლ ვაშაძის ბანერები დააზიანეს და წითელი საღებავით  წარწერა КГБ დაწერეს.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ქუთაისის მერობის კანდიდატის, გიგა შუშანიას განცხადებით, მაშინ, როდესაც პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი თბილისში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, „ოცნების“ აქტივისტები ოფისთან „მალულად მივიდნენ და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი