logo_geo
ნინო ცაციაშვილი: 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია
- +

31 ოქტომბერი. 2020. 10:03

 

„10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები შვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

 

„უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ,შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შს სამინისტროში ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ მშვიდი გარემო, არჩევნების პერიოდში. შს სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებაც მათ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ. შს სამინისტრო არჩევნების პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე საზოგადოების ინფორმირებას დღის განმავლობაში პროაქტიულად მოახდენს“, - განაცხადა ცაციაშვილმა.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი