logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 18:30

 

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 192 ადამიანს ჩაუტარეს და აქედან 83 პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

 

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით სულ 917 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 827 შემთხვევა 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გამოვლინდა. რეგიონში კოვიდ 19-ს დღემდე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი