logo_geo
პანტომიმის თეატრის მსახიობი პირდაპირ ეთერში მომხდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს
- +

31 მარტი. 2017. 01:23




„რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში დილის გადეცემაში ამინდის პროგნოზი „პანტომიმის თეატრის" მსახიობმა, სალომე ფილიშვილმა გაგვაცნო. მას მერე რაც სალომე ეთერში გამოჩნდა, სოციალურ ქსელში გადაცემიდან ამოჭრილ ამ ნაწილს აზიარებენ. საქმე იმაშია რომ გოგონა დაიბნა, ბევრი რამ ვერ თქვა. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ სალომე ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ნაწილი წერდა, გამოაძინეთო, ნაწილმა კი, ეს ნერვიულობას მიაწერა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსახიობი „პრაიმტაიმთან" საუბრობს:


სალომე ფილიშვილი: 14 წელია „პანტომიმის თეატრის" წამყვანი მსახიობი ვარ. პირველ აპრილს პრემიერა იგეგმება „ივენთ ჰოლში", მეც ვმონაწილეობ და თან ერთ-ერთი ქორეოგრაფი ვარ. პრემიერა ახლოვდება და დღის უმეტეს ნაწილს სცენაზე ვატარებ. თქვენც და საზოგადოებასაც ალბათ გაინტერესებთ ის ინციდენტი, რაც „რუსთვი 2"-ის დილის ეთერში ამინდის წაყვანის დროს მოხდა. პირდაპირ ეთერში პირველად ყოფნამ სტრესულად იმოქმედა ჩემზე. თეატრს ჩანაფიქრი გვქონდა, რაც ბოლო ჩართვაში უნდა გაგვეკეთებინა. ამაზე ვფიქრობდი, თუ როგორ წარმომედგინა ჩვენი ჩანაფიქრი ტელემაყურებლისთვის და ძალიან ვინერვიულე. ნერვიულობის გამო ტექსტს ვეღარ ვხედავდი, წამერთვა მეტყველების უნარი. მეგონა გული წამივიდოდა და დავეცემოდი.

 

- მაგრამ, თქვენ მსახიობი ხართ, სცენაზე ხშირად გიწევთ გამოსვლა, სხვა დროს გქონიათ მსგავსი სტრესი?


- სცენაზე არასდროს. მაგრამ როცა ახალ რამეს ვეხები, ძალიან გავიცდი. სხვა დროსაც მქონდა მსგავსი სტრესი... ძალიან განვიცადე ასეთი რამ რომ დამემართა, მაგრამ ვთვლი, რომ ამით სერიოზული პროპაგანდა გავუწიე ჩემ თეატრს. ჩვენ ჩანაფიქრს ამხელა პიარი არ მგონია მოჰყოლოდა.



- საუბრობდნენ იმაზე, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყავით...


- ეს ჩემთვის პიროვნულად მიუღებელია. ცხოვრებაში ნარკოტიკი არ გამისინჯავს. სიგარეტსაც კი არ ვეწევი, ყავასაც არ ვსვამ. ვვარჯიშობ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან ჩემმა მეგობრებმა. ყველას ვთხოვ თავი შეიკავონ შეურაცმყოფელი განცხადებებისგან, ისედაც დიდი სტრესი მივიღე... მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც გვერდით დამიდგა, მართალ კომენტარებს წერდა და მამხნევებდა. ვისაც სასკუთარ თავზე აქვს გამოცდილი პირდაპირი ეთერი მიხვდება, რა მჭირდა... არ მეგონა თუ ამდენ ადამიანს ვუყვარდი.


ნინო მჭედლიშვილი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი