logo_geo
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა!
- +

31 მარტი. 2017. 02:36



მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973-1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991-1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია  1939 წელს, დიდი ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა. გამსახურდია დღეს 78 წლის გახდებოდა. ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან.


ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და მედროშე იყო.


1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყეტილებით საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა.


შეკითხვაზე: „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?"- საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.


აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.


1993 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდია დევნილობაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




 

big_banner
არქივი