logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი დაიღუპა
- +

5 ნოემბერი. 2020. 11:15

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. COVID-19-თან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ბოლო 24 საათში COVID-19 2 ადამიანი იმსხვერპლა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 505 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 47 პაციენტი, გამოჯანმრთელდა- 2440.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი