logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევაჩერებთ, მაგრამ დაიცვან ელემენტარული რეგულაციები, პირბადე ხომ არაფერს გააფუჭებს
- +

6 ნოემბერი. 2020. 20:37

 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აქციებზე მისულმა ადამიანებმა აუცილებელი რეგულაციები უნდა დაიცვან, რათა ინფექცია არ გავრცელდეს. მისივე თქმით, ვინც არ იცავს ეპდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, მათ შორის არ იკეთებს პირბადეს, ვერ იაზრებს, ვირუსის გავრცელებას, ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს და შესაძლოა, ინფექციის მსხვერპლი თავადაც გახდეს.

 

„პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევაჩერებთ, კარგი იქნებოდა, ქვეყანაში ყოფილიყო სიმშვიდე და აქციების საჭიროება არ დამდგარიყო. რადგან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სოციალური დაკვეთა არის, რომ აქციები უნდა ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით. დაიცვან ელემენტარული რეგულაციები. ვინ დამარწმუნებს, აქციაზე ყველამ რომ ნიღაბი გაიკეთოს, ამით პროტესტის გმოხატვის ფორმა შესუსტდება ან ნაკლებად დამაჯერებელი იქნება თავისი ამომრჩევლისთვის, ან ვთქვათ, ნაკლებად მოახდენს არჩევნების შედეგებზე გავლენას. ნიღაბი ხომ არაფერს გააფუჭებს, მხოლოდ გააკეთებს. ვინც არ იკეთებს ნიღაბს, ის ვიტყოდი, შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს. არ დაფიქრებულა, შესაძლოა, ხვალ ინფექციის მსხვერპლი თავად გახდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი