logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

7 ნოემბერი. 2020. 16:22

 

 

„ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 125 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან 41-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, 15 სექტემბრის შემდეგ, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნიდან დღემდე, სულ 1 221 ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიას რეგიონში 14 პაციენტი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი