logo_geo
თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოვა
- +

31 მარტი. 2017. 18:58




საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს.


საკონკურსო მასალების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს 2017 წლის 9 მარტიდან, 2017 წლის 4 მაისის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0114, სანაპიროს ქ. #2 საქართველოს ეროვნული ბანკი.


 

big_banner
არქივი