logo_geo
მარიან ენდელაძე: ქარიან ამინდში კორონავირუსის გადაცემის რისკს ზრდის
- +

7 ნოემბერი. 2020. 19:56

 

 

 

ზრდის თუ არა ქარიანი ამინდი ადამიანიდან ადამიანზე კორონავირუსის გადაცემის რისკს? – როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხდა, ქარიანი ამინდი ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს, რადგან ინფექცია ჰაერში ცირკულირებს.

 

მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ზამთარში კორონავირუსის გავრცელების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

 

„ქარიან ამინდში კორონავირუსის გადაცემის რისკი, სავარაუდოდ, იზრდება. ვირუსი ჰაერში ცირკულირებს და მისი გადატანა ქარიანი ამინდის დროს უფრო მეტად მოხდება. შესაძლოა ითქვას, რომ ზამთარში ამ ვირუსის გადადების რისკი იზრდება. ხელი არ შეუშლია არც ზამთარსა და არც ზაფხულს ვირუსის გადაცემისათვის“,- განაცხადა ენდელაძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელთა რაოდენობა სამი ათასს მიუახლოვდა, რაც რიგ შემთხვევაში, მეზობელი სომხეთის დღიურ მაჩვენებელსაც აჭარბებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი