logo_geo
ცხინვალში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
- +

8 ნოემბერი. 2020. 16:02

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის შედეგად, კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ე.წ. მთავარ ინფექციონისტ ელეონორა ჯიოევაზე დაყრდნობით იუწყება.

 

მისი თქმით, მამაკაცი 72 წლის იყო, რომელიც საავადმყოფოში 17 ოქტომბერს შეიყვანეს პნევმონიის დიაგნოზით. მას შაქრიანი დიაბეტი და ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.

 

მანამდე რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების 15 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

 

ჯიოევას ცნობით, 8 ნოემბრის მონაცემებით, კოვიდ-ცეტნრებში 183 ადამიანი მკურნალობს, 71 კი რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში წევს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი