logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

9 ნოემბერი. 2020. 13:44

 

 

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში შაბათ-კვირის განმავლობაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კოჩიევას თქმით, გასული 2 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 93 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან ვირუსი 61-ს დაუდასტურდა.

 

„სექტემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე 1 282 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა,“- განაცხადა კოჩიევამ.

 

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში კოვიდ 19-ს 20 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი